X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების პროგრესი შთამბეჭდავია

24 მარტი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან საქართველოში, მაჩიე ჩურასთან შეხვდრა გამართა.  

შეხვედრაზე მხარეებმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განვითარების პარტნიორია. ბანკი საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს, როგორც საგაზო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგება-წყალარინების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების პროგრესი, რომელიც დადებითად შეფასდა. ასევე, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან შედეგებზე, რომელსაც წელს ვგეგმავთ  ვიმსჯელეთ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც,“-განაცხდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი რიკოთის საუღელტეხილო გზის ორი (ჩუმათელეთი-ხევის და უბისა-შორაპანის) მონაკვეთის, ამავე მაგისტრალის შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული გზის I და IV მონაკვეთებისა და გრიგოლეთ-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა. ბანკის მხარდაჭერით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შენდება თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები, მიმდინარეობს ქალაქ ქუთაისის წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტრება, გურჯაანის ცენტრალური პარკის მშენებლობა და სხვა.

ამ პროექტების განხორციელების შედეგად, შემცირდება მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო, გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, განვითარდება ტურიზმი და საერთაშორისო მიმოსვლა, გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. ამასთან, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ქმნის დამატებითი სამუშაო ადგილებს.